ხობში ავარიას 1 პირი ემსხვერპლა, დაშავდა 2

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში - ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა ორი. 

არსებული წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობაში გადაჭარბებული სიჩქარე გახდა - სავარაუდოდ, ავტომობილი მოცურდა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და საწინააღმდეგო მიმართულებიდან მომავალ მანქანას დაეჯახა.

ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი