საკრებულომ მზიურთან 12 250 კვ.მ-ის მიწის რეკრეაციული ზონიდან გამოყოფას მხარი დაუჭირა | ოპოზიცია ამტკიცებს, რომ "ოცნება" მიწას ნოშიკო ნამორაძისთვის გადასაცემად ამზადებს

გამოქვეყნდა:

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. "ქართული ოცნების" ოპონენტების თქმით, დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არა თბილისელების საჭიროებაზე, არამედ მმართველი პარტიის საარჩევნო მოთხოვნებზეა მორგებული.

თბილისის ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს, საკრებულოდან ჩასწორებებით თბილისის მერიაში გადაიგზავნა. დედაქალაქის მთავრობის განხილვის შემდეგ, პროექტი უკან ისევ საკრებულოში გადაიგზავნება.

დღესვე, საკრებულოს სხდომაზე ურმავლესობამ მხარი დაუჭირა მზიურის პარკთან მდებარე რეკრეაციული ზონიდან 12 000-ზე მეტი კვადრატული მეტრის გამოყოფას. ოპოზიციის ინფორმაციით, უმრავლესობა ამ მიწას "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენისთვის, ნოშიკო ნამორაძისთვის გადასაცემად ამზადებს. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი