წაქცეულია ხეები, ქვიშა-ღორღმა დაფარა სასეირნო ბილიკები | ბათუმში უამინდობამ ახალი ბულვარის სანაპირო დააზიანა

გამოქვეყნდა:

ბათუმში უამინდობამ ახალი ბულვარის სანაპირო დააზიანა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით,  შტორმის შედეგად, წაქცეულია ხეები, ქვიშა-ღორღმა დაფარა სასეირნო ბილიკები. ძლიერი წვიმის და ქარის გამო, ინერტული მასით დაიფარა პრომინადის მონაკვეთი.

გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე მობილიზებული სპეცტექნიკა ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, ქალაქში ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი შეფერხებები არ გამოუწვევია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი