ისტორიული მატჩი კვარაცხელიას გარეშე | ფეხბურთის ფედერაცია პასუხისმგებლობას გაურბის

გამოქვეყნდა:

ევროპის ერთა ლიგის გადამწყვეტი პლეიოფის შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მისი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გამართავს. ნაპოლისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების ვარსკვლავი სამი ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია, რაც, ცხადია, მნიშვნელოვანი მატჩის წინ ნაკრებისთვის უდიდესი დანაკლისია. საქმეს კი ამძიმებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორც ჩანს ფედერეაციამ დისკვალიფიკაციის შესახებ საერთოდ არ იცოდა და ეს ფაქტი უბრალოდ გამორჩათ. მომხდარს არაერთგავროვანი გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივართა ნაწილი ამაში ფედერაციას ადანაშაულებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი