ზელენსკი მაია სანდუსა და შარლ მიშელს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა, -  ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენი ექსპორტის გაფართოება მოლდოვის ტერიტორიის გავლით და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ენერგეტიკული გამოწვევები ჩვენი ქვეყნების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაცია", - წერს ზელენსკი.

მაია სანდუ და შარლ მიშელი დღეს კიევში ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქში იმყოფება გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი