ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელს ღაზის სექტორში ტერორისტული ჯგუფის, "ჰამასის" მძევლებთან დაკავშირებით "რთული გადაწყვეტილებების" მიღება მოუწევს.
„ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ ჰამასის სრული განადგურებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლში დაბრუნებას... ვფიქრობ, ჩვენ ყველას მოგვიწევს რთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უახლოეს დღეებში... ამ კამპანიის განმავლობაში - 45 დღე - არ არის მომენტი, რომ მძევლებზე არ ვიფიქრო", - ამბობს გალანტი სამხრეთ ისრაელში ღაზას დივიზიის ბაზაზე სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეფასების შემდეგ.
ცნობისთვის, დღეს, ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრესია.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობ გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.