"როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ქუჩაში დააგდო 72 წლის ადამიანი" | ქუთაისში ინვესტორი ითხოვს დევნილებმა შენობა დატოვონ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" შენობა გაიყიდა. ინვესტორი ნაგებობის დაცლას ითხოვს, იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირები კი ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

"მოვიდა ინვესტორი, შემოუშვა მუშები, კარებები ჩატეხეს, გამოყარეს ყველაფერი, დაკეტილი კარებები გატეხეს ნამდვილად. არსად არ გვაქვს წასასვლელი, გვყრიან ქუჩაში, როგორ მოვიქცეთ, სად წავიდეთ, ამაშია საქმე, პატრონი არ გვყავს. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ქუჩაში დააგდო 72 წლის ადამიანი, შეიძლება ასეთი რაღაც?" - ამბობს ნაზი მოდებაძე.

დევნილები ამბობენ, რომ მათთვის ალტერნატიული ფართი, სადაც ცხოვრებას შეძლებენ, არავის შეუთავაზებიათ.

ერთ-ერთი დევნილი ამბობს, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და ვერ შეძლებს ქირა დაფაროს.

ისინი დახმარებას ითხოვენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი