"მსოფლიომ გაიცნო ეს გმირი ადამიანი" | თამაზ გინტურის ოჯახი ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის

გამოქვეყნდა:

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დებატების დაწყებას ელოდება სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი. მათ ევროპარლამენტარების გააქტიურებამ მკვლელი ოკუპანტების იდენტიფიცირების და  დასჯის იმედი გაუჩინა.  

"მართლა მსოფლიომ გაიცნო ეს გმირი ადამიანი. თავი შესწირა და ძალიან საცოდავად მოკლეს. ისე განიცდიდა, ესე არავინ არ განიცდიდა ამ კარების [სალოცავის] ამოჭედვას. რამდენჯერმე ჩამოაღეს, მაგრამ მაინც ამოჭედეს.  მინდა რომ მქონდეს იმედი და რაღაც გააკეთონ [მთავრობამ]" - ამბობს მოკლული გინტურის რძალი მზია ხაბაშვილი და ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის.

ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით საგანგებო რეზოლუციას მიიღებს. პროექტის კენჭისყრამდე ევროპელი პოლიტიკოსები სიტყვით გამოვლენ და ოკუპანტი ქვეყნის სისასტიკეს მაღალი ტრიბუნიდან გააპროტესტებენ-  ვგმობთ თამაზ გინტურის მკვლელობას და ვითხოვთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ფიგურანტების სანქცირებას - სავარაუდოდ ეს იქნება მთავარი ჩანაწერი შეჯერებულ რეზოლუციაში,რომელიც კენჭისყრის შემდეგ გასაჯაროვდება.

თამაზ გინტურის მკვლელობიდან 2 კვირაზე მეტი გავიდა. გინტური ოჯახი მკვლელებად ცხინვალში დისლოცირებულ რუს სამხედროებს - ვასილ დემიდოვსა და კოლია იშჩენკოს ასახელებს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი