პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

გამოქვეყნდა:

პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ასევე ქართველ კაცს ეძებენ - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 21 ნოემბერს, 04:00 საათზე, ნაქირავებ სახლში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, სახლი საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ გაქირავებული, რომლებიც ამბობენ, რომ "ოთახში შესვლისას ადგილზე მწოლიარე ქალი შენიშნეს. მის თავთან, დანით ხელში, ნიღბიანი მამაკაცი იდგა". მედია წერს, რომ დამნაშავემ, სავარაუდოდ, მოწმეებს გაჩუმება მოსთხოვა - ისინი პოლიციამ ჩვენების მისაცემად განყოფილებაში გადაიყვანა.

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, მოკლულ ქალს ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. დამნაშავე კი ასევე საქართველოს მოქალაქეა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას ამ დრომდე ეძებენ. 

ცნობილია, რომ პოლიციას დამნაშავის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს - ოპერატიული ღონისძიებები ადგილობრივი პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი