"ქართული ოცნება" ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადადის. მაღალი რანგის მოხელეები უკვე საკუთარი ხელით უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ. ყაზბეგის მერი უარყოფს, მაგრამ ხალხი მას მარტია პაპიაშვილის ცემაში ადანაშულებს. პაპიაშვილი ერთ-ერთია ადგილობრივებს შორის, ვინც ხევში ახალი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს - მითუმეტეს, რომ მოქალაქეების ინფორმაციით ეს ჰიდროელექტროსადგური რუსების საკუთრებაა.
თავად რუსების ბიზნესპარტნიორებს შორის კი ბევრი ქართველია. მათ შორის ბიძინა ივანივშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენები. სწორედ ამ მიზეზით, მოხევეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება დარღვევებზე თვალებს ხუჭავს და არ აფასებს რისკებს, რომლებიც ჰესის აშენებას ახლავს თან. და არც მაღლჩინოსნის მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორების გამოძიების იმედი აქვთ.