"კი, იყო ჩოჩქოლი, გაწევ-გამოწევა, გაუგებრობა, გაურკვევლობა, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა... დიდი ჩხუბი და დიდი ამბავი არ ყოფილა. ერთმანეთს წავეჯიკავეთ", - ამის შესახებ ყაზბეგის მერის ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ "მთავარ არხთან" "კამარა ჰესის" მოწინააღმდეგე მოქალაქე, მარტია პაპიაშვილი საუბრობს.
პირადი რამე ისეთი მაგასთან არ მქონია, ჰესებს ეხება, სხვა პირადული... ნამდვილად ჰესებს ეხება და ნამდვილად ეგ თემაა. ცენტრალური ხელისუფლება არც კი ცდილობს, პირიქით, საზოგადოების დაპირისპირებას ცდილობს... ეს თემა დაიწყო იქიდან, ხალხი შეიკრიბა და ერთხელ უკვე ეთქვა უარი ამ კომპანიას, რომ ეს ესე არ უნდა აშენდეს...
სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხევსურეთში ააშენა ჰესები. ანუ, ჯერ საჯარო მოხელე იყო, ამ სისტემაში მუშაობდა, ამ სფეროში, მერე ჰესები ააშენა, ხევსურეთი უშუქოდ დატოვა. უწყლოდ დატოვა და მაინერები მიაშენა, თუ რაც ჰქვია, ამ ჰესებს... ასეთი რაღაცაა და ამას ვეწინააღმდეგები, ამას ვაპროტესტებ. არასწორ ენერგეტიკულ პოლიტიკას ვაპროტესტებ", - ამბობს პაპიაშვილი.