უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე საქართველოში ჩამოასვენეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში ჩამოასვენეს.

არსებული ინფორმაციით, მებრძოლი ოკუპანტებთან შეტევითი ოპერაციის დროს ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა. ცნობა გარდაცვალების შესახებ 12 ნოემბერს გავრცელდა.

ქურციკიძე პროფესიონალი სამხედრო იყო და უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. 

2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინის მხარეს მებრძოლი 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი