მძევლების გათავისუფლება პარასკევამდე არ მოხდება | ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისრაელელ მძევლებს "ჰამასი" პარასკევამდე არ გაათავისუფლებს.

"ჩვენი მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები მიიწევს წინ და მუდმივად გრძელდება", - დასძენს ის ისრაელის პრემიერინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და "ჰამასმა" მიაღწიეს შეთანხმებას ღაზის სექტორში მყოფი მძევლებიდან 50-ის გაცვლის შესახებ, ოთხდღიანი პაუზით ომში. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი