პოლონური მედიის ცნობით, შვიეტოჩლოვიცეს ერთ-ერთ მაღაზიაში საქართველოს მოქალაქემ კბილის პასტების მოპარვა სცადა.
მედია წერს, რომ 30 წლის პირს ზურგჩანთაში 40 ძვირადღირებული კბილის პასტა აღმოაჩნდა. იმავე მაღაზიაში, სადაც შემთხვევა მოხდა, შემთხვევით იმყოფებოდა პოლიციელი. მარკეტის დაცვამ ქურდობაში ბრალდებული შენიშნა, მას პოლიცია დაედევნა და რამდენიმე ათეული მეტრის დევნის შემდეგ ქართველი დააკავა.
მოპარული საქონელი ამოღებულია და მაღაზიას დაუბრუნდა.