მინდოდა აქ ჩამოსვლა, რათა ჩემი თვალით მენახა იმ თავდასხმების საშინელება, რომელიც თქვენ განიცადეთ 7 ოქტომბერს, აქ ნანახი აბსოლუტურად შემაძრწუნებელია, ვგულისხმობ ტერორიზმს. ტერორისტები ესროდნენ ბავშვებს მათი მშობლების თვალწინ და ესროდნენ მშობლებს ბავშვების წინ. - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა, რომელიც დღეს ისრაელში ჩავიდა.
ის კიბუც ბერში იმყოფებოდა, სადაც ტერორისტებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს, 130-ზე მეტი ადამიანი სასტიკად აწამეს და მოკლეს. ქემერონმა იმედი გამოთქვა, რომ საომარი მოქმედებები დროებით შეწყდება იმისთვის რომ მძევლები გათავისუფლდნენ. დევიდ ქემერონი დღესვე შეხვდება მძევლების ოჯახებსა და ისრაელის ხელისუფლების პირველ პირებს.