ОДКБ-ს სამიტი | პუტინი მინსკში ჩავიდა, სომხეთიდან შეხვედრას არავინ დაესწრება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში ჩავიდა. ბელარუსის დედაქალაქში პუტინი ОДКБ-ის  სამიტს დაესწრება. 

პუტინის გარდა სამიტს ОДКБ-ის წევრი ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან, გამონაკლისი იქნება მხოლოდ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც სამიტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. შესაბამისად, შეხვედრაზე სომხეთი წარმოდგენილი არ იქნება.

რუსული მედიის ცნობით, ОДКБ-ის ქვეყნების ლიდერები კოლექტიური უსაფრთხოების პრობლემებს განიხილავენ.  სამიტზე ასევე განხილული იქნება რეგიონული და საერთაშორისო პრობლემები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი