ევროპარლამენტის რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე | ევროდეპუტატები მკვლელი ოკუპანტების დასჯას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

რეზოლუცია მიღებულია - ევროპარლამენტმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით თამაზ გინტურის მკვლელების დასჯა მოითხოვა. პოლიტიკური დებატები დოკუმენტის ირგვლივ ხანგრძლივი არ იყო - ევროპელი პოლიტიკოსები ნათლად ხედავენ რუსული არმიის სისასტიკეს და განუწყვეტელ მცდელობას გააგრძელოს მცოცავი ოკუპაცია. დოკუმენტში თმაზ გინტურის და ლევან დოთიაშვილის გარდა საუბარია ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე და ირაკლი ბებუაზე, რომელიც ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ციხეშია გამომწყვდეული. 

ხელისუფლების წევრები სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას დუმილით შეხვდნენ. არც მთავრობის, არც პარლამენტის და არც მმართველი პარტიის ლიდერებს არ გაუკეთებიათ არცერთი სამადლობელი განცხადება საქართველოს მოქალაქის მკვლელობის დაგმობისთვის. მხოლოდ პრეზიდენტმა და ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მოკავშირეები არიან. მათთან ერთად მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა მოკლული თამაზ გინტურის ძმამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი