ახალი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ხელისუფლების კორუფციულ სქემას აჩვენებს. ამჯერად შესწავლის ობიექტი ასზე მეტი კომპანია გახდა და პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში დადგინდა პარტიული შეწირულობის პარალელურად სახელმწიფო შესყიდვაზე კონტრაქტის მიღების მექანიზმი. ჩამონათვალში ათეულობით საშუალო მოცულობის კომპანიასთან ერთად ნამდვილი საფინანსო გიგანტების მოხვდნენ. მათ შორის ყველა დაკავშირებულია ან პირადად ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან, ან "ქართულ ოცნებასთან". სქემაში ჩრთული რეკორდსმენი კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარის შეკვეთებს იღებენ, და შემდეგ ასობით ათასს სწირავენ "ქართულ ოცნებას".