ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს თავს დაესხნენ | Reuters

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს 4-ჯერ დაესხნენ თავს.

როგორც აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი მედიასთან ანონიმურად ამბობს, თავდასხმისას რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს და მასზე პასუხისმგებლობა "ისლამური წინააღმდეგობის" ძალებმა აიღეს. ნგრევის ანდა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ცნობისთვის, თავდასხმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-მა დაბომბა ირანთან დაკავშირებული "კატაებ ჰეზბოლას" შეიარაღებულ ჯგუფი ბაღდადის სამხრეთით. დაბომბვას დაჯგუფების 8 წევრი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი