"ქართული ოცნების" ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში ოპოზიციის წევრებს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, დახურულ ფორმატში ოპოზიციის წევრებს ხვდებიან. 

შეხვედრა კანონპროექტს ეხება, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა უნდა იყოს შესაძლებელი. მისი ინიციატორი "ევროპელი სოციალისტების" წევრი, ფრიდონ ინჯია იყო. კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო.

"ქართული ოცნებიდან" შეხვედრას ესწრებიან - შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, გივი მიქანაძე და მამუკა მდინარაძე. 

ოპოზიციიდან - ხათუნა სამნიძე, თინა ბოკუჩავა, რომან გოცირიძე, იაგო ხვიჩია, ნატო ჩხეიძე, მიხეილ დაუშვილი. შეხვედრას არ ესწრება "ლელოს" წარმომადგენელი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი