IRIS-T სისტემების გარდა, გერმანია ზამთარში უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში გერმანიის ელჩის, მარტინ იეგერის თქმით, გერმანია ზამთარში უკრაინას დამატებით Patriot-ის სისტემას გადასცემს. 

"ზამთარში სიტუაცია შესაძლოა ძალიან გართულდეს. უკრაინულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომზადებულიყო, ჩვენ კი ამ პროცესში ვეხმარებით. მე ადრე უკვე ვისაუბრე უკრაინისადმი მხარდაჭერაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებით. IRIS-T სისტემების გარდა, ზამთარში უკრაინას კიდევ ერთი Patriot-ის სისტემა გადაეცემა," - თქვა იეგერმა

ცნობისთვის, ოქტომბერში გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში დამატებით Patriot-ისა და IRIS-T სისტემებს გაგზავნიდნენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი