კულტურული ძეგლები ნადგურდება, წულუკიანი კი მილიონებს სამინისტროს შემოღობვა-კეთილმოწყობისთვის ხარჯავს

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის სამინისტრო 2 მილიონ 300 000  ლარს შენობის შემოსაღობად და გასარემონტებლად ტენდერის გარეშე დახარჯავს. სამინისტროს განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აგრომშენსერვისმა“, რომელიც სამინისტროს შენობის რეაბილიტაციაზე მუშაობდა - „ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება“ - მას უკვე მიღებული ჰქონდა ბიუჯეტიდან 3 მილიონ 700 000 ლარამდე თანხა. 

რემონტი უნდა დასრულებულიყო 12 თებერვლამდე, თუმცა, კომპანია " აგრომშენსერვისმა" ახლა დამატებით, ტენდერის გარეშე 2 მილიონ 300 000 ლარი მოითხოვა და თეა წულუკიანის უწყება მზადაა ეს თანხაც გადაუხადოს ამ კომპანიას.  

გამოდის, რომ სამინისტროს შენობის რემონტი დაგეგმილზე 1 მილიონ 23 ათასი ლარით მეტი დაუჯდება. 

ხელშეკრულებაში 4-ჯერ შეცდომა გაასწორეს და 15-ჯერ შეიტანეს ცვლილება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ   შემსრულებელი კომპანია „აგრომშენსერვისი“  21 ნოემბერს, 3 დღის წინ  შავ სიაში შეიყვანეს.  

ეს ყველაფერი კი ხდება მაშინ, როცა კულტურული ძეგლები მთელი საქართველოს მასშტაბით ნგრევისა და განადგურების პირასაა და კულტურის სამინისტრო ვერაფერს უხერხებს მათ. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სამინისტროს განაცხადს 2023 წლის 27 ნოემბერს განიხილავს. ამ დროისთვის გახდება ცნობილი ზუსტად რა თანხა დაჯდება კულტურის სამინისტროს რემონტი და კეთილმოწყობა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი