საქართველოს მოქალაქემ პოლონეთში და მოკლა | და-ძმა მარნეულიდან არიან

გამოქვეყნდა:

მკვლელობა პოლონეთში - საქართველოს მოქალაქემ საკუთარი და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

დანაშაულზე აქტიურად წერს პოლონური მედიაც. მოკლული ჯერ საქართველოში არ ჩამოუსვენებიათ. ამ დრომდე უცნობია მოტივი, რატომ გაიმეტა ძმამ საკუთარი და სასიკვდილოდ. ის ჯერ არ დაუკავებიათ.

მთავარის ინფორმაციით, და-ძმა მარნეულიდან იყვნენ. ქალი პოლონეთში სამუშაოდ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ წავიდა. 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი