უკრაინა არასდროს დაივიწყებს ხალხს, რომელთა სიცოცხლეც ჰოლოდომორს შეეწირა...შევაჩერებთ ახალ გენოციდს, რომელიც რუსეთმა მოგვიტანა |​ ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ,  ჰოლოდომორის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

"​უკრაინა არასდროს დაივიწყებს თავის ხალხს, რომელთა სიცოცხლეც ჰოლოდომორის გენოციდმა შეიწირა. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, თუ რა გაიარა უკრაინამ და აუცილებლად შევაჩერებთ იმ ახალ გენოციდს, რომელიც რუსეთმა, ტოტალიტარიზმის მემკვიდრე ქვეყანამ, მოგვიტანა," - აცხადებს ზელენსკი.

მან ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და დაგმოს წარსული დანაშაულები - მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და შეაჩეროს დღევანდელი დანაშაული.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი