პოლონეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - პოლონური მედია წერს, რომ დის მკვლელს მეზობლებმა მაშინ შეუსწრეს, როცა ნიღბიანი მამაკაცი დანით დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა, თუმცა დამნაშავემ თვითმხილველებს გაჩუმება აიძულა და მიიმალა.
მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა, არსებული ინფორმაციით ქართველი ქალი სასიკვდილოდ მისმა ძმამ გაიმეტა, თუმცა სასტიკი დანაშაულის მოტივი უცნობია. და-ძმა მარნეულიდან იყვნენ. მეზობლები ყვებიან, რომ მკვლელობის რამდენიმე ვერსია არსებობს და რა მოხდა პოლონეთში პოლიცია დაადგენს.
იხილეთ ასევე: