ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან, სავარაუდოდ გიორგობა დღეს, საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან - არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებულია სამი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სუს-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, თუმცა როდის გაიტაცეს საქართველოს მოქალაქეები, არ აკონკრეტებს:

"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. 
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. 
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას." ნათქვამია სუს-ის განცხადებაში 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოსალოცად იმყოფებოდნენ. ტაძრის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ოკუპანტებმა 2013 წელს დადგეს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი