სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას | ფაშინიანი

გამოქვეყნდა:

სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„მე არაერთხელ განვაცხადე ჩემს საჯარო განცხადებებში, რომ ჩვენ სრულად და ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას და სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად.

ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის მარიონეტი გაგლოევი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ არ აინტერესებს სომხეთის პრემიერის აზრი. მისივე თქმით, "ნიკოლ ფაშინიანმა უღალატა თავის ხალხს":

„არ გვაინტერესებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აზრი, რომელმაც მთიანი ყარაბაღი მძიმე მდგომარეობაში დატოვა. მან უღალატა საკუთარ ხალხს" თქვა პუტინის მარიონეტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი