ჩვენმა ერებმა ბევრი ტანჯვა გადაიტანეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა | ზელენსკი ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

ჰოლოდომორის 90 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ტვიტს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობის გამოხატვისთვის და აღნიშნა, რომ ორივე ერმა რუსეთისგან ბევრი ტანჯვა გამოიარა:

"ვაფასებ თქვენს სოლიდარობას ჰოლდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა ბევრი ტანჯვა გადაიტანეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი." წერს უკრაინის პრეზიდენტი.

25 ნოემბერს უკრაინა ჰოლოდომორის მსხვეროპლთა დღეს აღნიშნავს. წელს 90 წელი შესრულდა. 

"სოლიდარული ვართ უკრაინის ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება."- დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი