"სანთლების დასანთებად წავიდა, ეკლესიიდან წაიყვანეს" | ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები დროებით ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, ე.წ. სასამართლოს გამართვის მოლოდინში არიან. ამის შესახებ "მთავარ არხთან" მათი ნათესავები საუბრობენ.

ხვიჩა და დიმა კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, რუსმა ოკუპანტებმა გიორგობის მეორე დღეს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს. ხელისუფლება ამბავს იქამდე მალავდა, სანამ თემით "მთავარი არხი" არ დაინტერესდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რეაგირების მიზნით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია. 

"ქათამი დაიჭირა, რომ უნდა გაეშვა წმინდა გიორგში...წავიდა, შვილო, სანთლები წაიღო და დასანთებად წავიდა სანთლებისა, ეს ქათამიც წაიყვანა...დანარჩენი არაფერი არ ვიცი. [ეკლესიიდან წაიყვანეს?] კი ბატონო, ეკლესიიდან. [ნათესავები გყავთ ცხინვალში?] კი, კი, ისინი პატრონობენ, ჩემი ძმისშვილები არიან იქ. [როგორ არისო, რა გითხრეს?] კარგად, კარგად," - ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრი.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი