მექსიკაში გატაცებული 3 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას მექსიკის სამხრეთ შტატ გერეროდან გატაცებული სამი ჟურნალისტი გაათავისუფლეს. 

Reuters სახელმწიფო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ Takco-ს ცენტრალურ ოფისიდან გატაცებული  სილვია არსი და ალბერტო სანჩესი შაბათს გამოუშვეს. ასევე, შაბათს გაათავისუფლეს ყოველკვირეული El Espectador de Taxco-ს დირექტორი, ჟურნალისტი მარკო ტოლედო.

მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა ტოლედოს ვაჟი და ცოლი გაიტაცეს. ცოლი მოგვიანებით გაათავისუფლეს, ჟურნალისტის შვილს კი ამ დრომდე ეძებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი