"მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას ხელბორკილები ქუჩაში მაშინ დაადეს, როდესაც ის მეგობარ ქალზე ძალადობდა.
დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. უცნობია, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.
საგამოძიებო უწყება დაკავებულ რეპერს ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება - გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.