გელათის მონასტერი ზამთარს ისევ მოუმზადებელი ხვდება. ტაძარში წყალი რომ არ ჩავიდეს, გელათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა ისევ თუნუქის ფირფიტებით არის გადახურული.
სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციის პროცესი უშედეგოდ გრძელდება - ფრესკებისა და ფრაგმენტების ნაწილი ამ დრომდე ცვივა. განსაკუთრებით საგანგაშო კი იმ ადგილებთანაა ვითარება, სადაც წყალი ჩავიდა.
რესტავრატორები მიიჩნევენ, რომ დაზიანების პროცესი შეუქცევადია და პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და კულტურის სამინისტროს აკისრებენ.