ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავა, სადაც NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს და წერს, რომ ვიზიტი 27-29 ნოემბერს გაიმართება. 

როგორც სახდეპის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ენტონი ბლინკენი ხაზს გაუსვამს NATO-ს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას, ასევე, განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი