კაბუ ბრალის წარდგენის მოლოდინშია | დაკავების ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

დაკავებული მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ" წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რეპერს ხელბორკილები ქუჩაში მაშინ დადეს, როდესაც ის მეგობარ ქალზე ძალადობდა. ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა აბუაშვილი ბრალს.

კაბუს მეგობრები "მთავარ არხთან" ამბობენ, რომ აბუაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ამის შესახებ მათ საინფორმაციოდან გაიგეს. მათ არც ის იციან, ვინ არის ქალი, ვისზეც, სავარაუდოდ, კაბუ ძალადობდა. დაკავების შესახებ მედიასთან არ საუბრობენ რეპერის ოჯახის წევრები.

საგამოძიებო უწყება დაკავებულ რეპერს ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება - გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი