არა "კამარა ჰესს" | მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა გრძელდება

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებამ ორწლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში კამარა ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა განაახლა. მდინარე თერგი რკინის მილებში კიდევ 5 კილომეტრზე უნდა მოაქციონ. ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. 

ადგილობრივების თქმით, ხვალ მოსახლეობის უმრავლესობა გამოვა და ჰესის მშენებლობას გააპროტესტებს. 
ასევე, მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს შექმნას ის ფონი, თითქოს ადამიანების ნაწილი ჰესის აშენების მომხრეა.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ მოახერხა და მოსახლეობის პროტესტი დაძლია, რეგიონში კიდევ ცხრა ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი