სადისტების არმია | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ის რომ რუს სამხედროებს არც მხედრული ღირსება აქვთ, არც საერთაშორისო სამართალს სცემენ პატივს და არც ადამიანების პატივსა და ღირსებას, საქართველოსთვის 200 წელზე მეტია, ცნობილია. მაგრამ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში სისხლის სამართლის დამნაშავეების ჩართვამ და პატიმრებით ვაგნერისა და სხვა კერძო სამხედრო კომპანიების დაკომპლექტებამ თავად რუსებისთვისვე კატასტროფული შედეგები გამოიღო.

შემთხვევები იმდენად ბევრი და იმდენად შემაძრწეუნებელია, რომ გადავწყვიტეთ მაყურებლისთვის გვეჩვენებინა რეალურად რას წარმოადგენს და რაზე დგას რუსული იმპერიალიზმი. კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, რომ რუსი სადისტების მიერ ომში თუ შინ დაბრუნების შემდეგ ჩადენილი დანაშაულები იმდენად შოკისმომგვრელია, რომ სუსტი გულისა და სუსტი ნერვების პატრონებს ამ ამბების მოსმენისას მაინც განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი