AP: იემენთან გაიტაცეს ტანკერი, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფება

გამოქვეყნდა:

იემენის სანაპიროსთან ახლოს, ადენის ყურეში თავდამსხმელებმა გაიტაცეს ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press 
ავრცელებს და წერს, რომ ეს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან უკვე მესამე შემთხვევაა. გატაცებაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის,  ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

ცნობილია, რომ ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა, მისი მმართველი კი კომპანია Zodiac Maritime-ია. კომპანიის წარმომადგენელი შემთხვევას "საეჭვო მეკობრეობის ინციდენტს" უწოდებს და ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი ბორტზე 22-კაციანი ეკიპაჟის უსაფრთხოებაა.

კომპანიის განცხადებით, ხომალდს თურქი კაპიტანი მართავდა და ეპიჟის წევრებს შორის კი რუსეთის, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი