“ნიკა მელია არ არის პარტიის წევრი” | ლევან ხაბეიშვილის ხელმოწერა პირდაპირ ეთერში

გამოქვეყნდა:

“ნიკა მელია არ არის პარტიის წევრი”, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მან "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ხელწერილით დაწერილ შეკითხვას: "ირიცხება თუ არა ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობის" რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?" - წერილობითვე უპასუხა: "არ არის, არ წარმოადგენს".

საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას". აღარ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ის ვერ ილაპარაკებს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით... მე მას ლაპარაკს, საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ამავე გადაცემაში ხაბეიშვილმა თქვა, რომ ნიკა მელიამ "თავად გადაწყვიტა, აღარ იყოს პარტიის წევრი". მისივე თქმით, თუ ნიკა მელია აზრს შეიცვლის და ენმ-სთან დაკავშირებით უარყოფით საუბარს შეწყვეტს, "ხელმეორედ დაწერს განცხადებას, მივიღებთ".

არ ირიცხება მან გადაწყვიტა რომ გაემიჯნოს ნაციონალურ მოძრაობას და უკვე 8 თვეა ამას აკეთებს. მე და ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ახლა მეტსაც გეტყვით იქნებ ხვალ პირობითად თქვას, რომ იცით რა, მე ბიძინა ივანიშვილის წინაააღმდეგ მინდა ბრძოლა. დავამთავრე ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი და "ნაციონალურ მოძრაობას" პირობითად ვესროდი ტალახს, კობახიძის პირით ვსაუბრობდი, პოსTV-ის და იმედის მესიჯბოქსით ვლაპარაკობდი, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ბიძინასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ. რავიცი, ხელმეორედ დაწერს განცხადებას, მივიღებთ, - ამბობს ხაბეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი