ღამით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

გამოქვეყნდა:

ღამით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ცხინვალის სააგენტო "რესს" ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანიის, "ენერგორესურსების" დირექტორზე დაყრდნობით წერს, რომ მიზეზი ჩრდილოეთ ოსეთში ძლიერი ქარი იყო, რამაც რამდენიმე ხაზი დააზიანა. 

ის ამბობს, რომ რამდენიმე ქვესადგური გაჩერდა. მოგვიანებით რუსულ სამთავრობო მედია "ტასს" კომპანიაში განუცხადეს, რომ ელექტრომომარაგება აღდგენილია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი