ძალადობისთვის დაკავებულ რეპერსა და მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს პროკურატურა ბრალს დღეს წარუდგენს. ის ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. 

კაბუ პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა მეგობარ ქალზე ძალადობდა და ემუქრებოდა. ცნობილია, რომ შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა და ფაქტს პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში სამართალდამცავებმა აბუაშვილის ავტომობილიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, თუმცა აღნიშნულს ჯერ არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც დაკავებულის ადვოკატი არ ადასტურებს. 

"ჯერ ბრალის წარდგენა არ მომხდარა, ბრალის წარდგენის ვადა იწურება დღეს და ველოდებით შეტყობინებას ბრალდების მხარისგან. რაც შეეხება ბატონი კახას პოზიციას, მასთან მხოლოდ ერთხელ ვიმყოფებოდი გუშინ ვიზიტად და ის აცხადებს, რომ მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ვინ არის ეს ქალბატონი, რა მოხდა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გაირკვევა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ", - ამბობს ადვოკატი. 

მისი თქმით, დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების მსჯელობაზე სხდომის დროს მოითხოვს, რომ დაკავებული დარბაზიდანვე გათავისუფლდეს.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი