ეკვადორის პოლიციამ Los Lobos-ის დაჯგუფების სავარაუდო ლიდერი დააკავა

გამოქვეყნდა:

ეკვადორის პოლიციის განცხადებით, 27 ნოემბრს, Los Lobos-ის კრიმინალური დაჯგუფების სავარაუდო ლიდერი დააკავეს. კაცი Jaime S.C. შეიარაღებული იყო და თან დიდი თანხა ჰქონდა, როდესაც პოლიციამ გააჩერა მისი მანქანა საპორტო ქალაქ პუერტო ბოლივარში.

"Jaime S.C თან ჰქონდა $13,5000 (£11,000), რომლის წარმომავლობაც მან ვერ ახსნა", - განაცხადა პოლიციამ.

შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, მის დაჯგუფებას ეკუთვნიან, ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას, როდესაც აღნიშნული პიროვნება გადაჰყავდათ. სროლის შედეგად დაშავდა ერთი პოლიციელი.

Los Lobos-ის დაჯგუფება ნარკოტიკებით ვაჭრობს და დაახლოებით 8000 წევრს ჰყავს. ითვლება, რომ ბანდას ასევე აქვს კავშირები მექსიკურ Jalisco New Generation კარტელთან (CJNG), რომლისთვისაც ის კოკაინს კოლუმბიიდან ეკვადორის საპორტო ქალაქების გავლით ატარებს აშშ-სა და ევროპაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი