კანადაში სროლის დროს სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა

გამოქვეყნდა:

კანადაში, უინიპეგში სროლის დროს, სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა - სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, სროლა 26 ნოემრის დილის 04:00 საათზე მოხდა.

შემთხვევის ადგილას მისულმა ოფიცრებმა იპოვეს ხუთი მსხვერპლი „დაზიანებებით, რომლებიც შეესაბამება სროლას“.

„ეს ინციდენტი მრავალსართულიან საცხოვრებელში მოხდა. დამატებითი ინფორმაცია შესაძლო მოტივის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი“, - თქვა კონსტაბელ ჯეისონ მიჩალიშენმა, ვინიპეგის პოლიციის სპიკერმა.

დაჭრილებიდან ორი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. სამი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"უინიპეგის პოლიციის სამსახურის სასამართლო ექსპერტიზის განყოფილება ადგილზე იქნება დიდი ხნის განმავლობაში ამ ინციდენტის სიმძიმის გამო,” - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

მსხვერპლთა ვინაობა არ სახელდება. გამოძიება სროლის ფაქტზე მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი