კახა აბუაშვილი იგივე კაბუ 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია. ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მომღერალი ციხეს უახლოეს პერიოდში დატოვებს. მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო მოახლოებული დღესასწაული და კაბუს საახალწლო კონცერტებში მონაწილეობა. მომღერალი საბრალდებო სკამზე მძიმე ბრალდებით აღმოჩნდა. მას მეგობარ ქალზე ძალადობას, სხეულის განზრახ დაზიანებას, მუქარას და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან.