ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი დევიდ ბარნეა დოჰაში,CIA-ს დირექტორ ბილ ბერნსთან და კატარის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა - ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ეს ბარნეას მესამე ვიზიტია კატარში ისრაელ - ჰამასის ომის დაწყების შემდეგ;
ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც ისრაელი და ჰამასი დროებით ზავის ორი დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, რასაც ღაზადან კიდევ 20 მძევლის გათავისუფლება უნდა მოჰყვეს.