არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე - ენმ-ში ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას და ახალი არჩევნების დანიშვნას უარით პასუხობენ. განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა:
„განსაკუთრებულად პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენც წესდება, შიდა მარეგულირებელი ნორმები, რომლის მიხედვითაც გრძელდება ამა თუ იმ ორგანიზაციის ცხოვრება. ჩვენ შემთხვევაში არჩევნები, თავმჯდომარის არჩევნები პირველ რიგში არის ჩანიშნული დაახლოებით ერთ წელიწადში 2025 წლის იანვარში. სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა 2 წლით. ეს ორი წელი გადის მომავალ წელს, 13-14 თვე დარჩა იქამდე, შესაბამისად თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა ფართო შიდა ოცეულობით არჩევნებში ალბათ, იმ დროისთვისაც იქნება ელექტრონული წესით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს და მიიღოს იმ არჩევნებში მონაწილეობა, სწორედ ასე მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. მითუმეტეს ეს თარიღი ისე გამოვიდა, რომ ემთხვევა დიდი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს და შესაბამისად, მოქმედი თავმჯდომარისთვის ერთგვარი ტესტი შეიძლება იყოს ის მთავარი არჩევნები, სადაც ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, იმისათვის მოხდება თუ არა მისი მანდატის განახლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები დაუჭერენ თუ არა მხარს ლევან ხაბეიშვილს დიდწილად განსაზღვრული იქნება იმ შედეგით, რასაც ჩვენ დავდებთ და ვაჩვენებთ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ მხარში ედგნენ და შტაბში იყვნენ ჩართული ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კანდიდატი ამდენი თვე კამპანიურ რეჟიმში დარჩა და ებრძვის ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის მაგივრად, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გააჩაღოს ბრძოლა. აქედან გამომდინარე, არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ მომავალ წლამდე, 2025 წლის იანვრამდე, როდესაც ჩვენი შიდა რეგულაციებით, წესდებით განსაზღვრულია შემდგომი არჩევნების თარიღი. თავმჯდომარის არჩევა მოხდება 2025 წლის იანვარში,
ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელობა, რომ იყოს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა, ამისთვის არის მოგონილი წესდებები, რომ შიდა ნორმები და რეგულაციები ყველასთვის გამჭვირვალე იყოს." ამბობს ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, ნიკა მელიამ 8-9 თვის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაიწყო ნეგატიური კამპანია, თავდასხმები და შეტევა.
"პრაქტიკულად შეუმსუბუქა რუსულ რეჟიმს ძალისხმევა და საქმე, რადგან გამოჩნდნენ ოპოზიციაში მოთამაშეები, რომლებიც უფრო მაგრად ესხმიან თავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიდრე ამას „რუსული რეჟიმი“ აკეთებს, შეუმსუბუქა ეს საქმე მათ ნიკანორ მელიამ და აქედან გამომდინარე ის უკვე განდგომილია პარტიიდან დიდი ხანია, ეს მან თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაშიც დაადასტურა, რომ ის არ არის ამ პარტიაში. ჩვენ პირიქით, მას შესაძლებლობა მივეცით, რომ მობრუნებულიყო 8-9 თვე ჩვენთან არ ყოფნის შემდგომ, როდესაც მანიფესტი გამოვაქვეყნეთ წინა კვირაში, მანიფესტში ჩამოყალიბებული იყო ყველას ის პრინციპი, ფასეულობა, დასახული იყო მიზნები როგორ ვებრძვით და როგორ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას და როგორ ვუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს, ეს იყო მისთვის შანსი და შესაძლებლობა, რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ როგორც ვხედავთ მან ეს შესაძლებლობაც არ გამოიყენა და არ უერთდება ამ გუნდს. აქედან გამომდინარე ეს არის მისი გადაწყვეტილება, მან თავისი თავი დაიყენა პარტიის მიღმა, თავისი მოქმედებებით, თავისი განცხადებებით და საჯაროდ ერთ-ერთ ეთერში აღიარებით, რომ ის არა არის ამ პარტიის წევრი.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდა გიორგი მუმლაძემ, ასევე, სხვადახვა რეგიონებში, საკრებულოების ფრაქციის წევრებმა.
იხილეთ: