კრიზისი ეროვნულ ბანკში. ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი 3 ვიცე-პრეზიდენტის გარეშე განაგრძობს საქმიანობას. ფარცხალაძის სკანდალის შემდეგ, თანამდებობიდან გადამდგარი პირების შემცვლელები ბანკს ამ დრომდე არ ჰყავს. ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ ფინანსურ ორგანიზაციაში განვითარებული მოვლენების გამო ბანკის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როგოც ქვეყნის გარეთ ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ამას ადასტურებს ევროკომისიის ბოლო დათქმები, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაა.