ენმ-ში თავმჯდომარის გადადგომას და ახალ არჩევნებს ითხოვენ | ხაბეიშვილი საგანგებო განცხადებას ხვალ გააკეთებს

გამოქვეყნდა:

გადადგეს ლევან ხაბეიშვილი, მოიწვიონ ყრილობა, დამტკიცდეს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და პოლიტსაბჭომ დაიბრუნოს უფლებები - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ არჩევნებს და პარტიულ გადალაგებებს ითხოვენ. ინიციატორი საორგანიზაციო საკითხების მდივანია, თუმცა მოთხოვნას ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირებული ყველა ადამიანი იზიარებს.

პარტიაში პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ყველა უნდა გაერთიანდეს - მიზანი ასეთია, ამ მიზნის მიღწევის ნაცვლად კი "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი ლევან ხაბეიშვილისა და ახალ მენეჯმენტს კრიზისის გაღრმავებაში ადანაშაულებს. პარტიის ახალი მენეჯმენტისგან უარია, წასვლას არავინ აპირებს და არც არჩევნების ჩანიშვნას.

ცნობილი ხდება, რომ ლევან ხაბეიშვილი საგანგებო განცხადებას ხვალ, 29 ნოემბერს, 11 საათზე გააკეთებს. როგორც ენმ-ის მიერ გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი, ბრიფინგის თემა იქნება: მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა - პოლიტიკური საბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებით. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი