უმძიმეს ძალადობაში ბრალდებული მსახიობი და რეპერი ციხეს სავარაუდოდ რამდენიმე საათში დატოვებს. კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. მოსამართლის გადაწყვეტილებას - ქალზე ძალადობისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისთვის ნაკლებად მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დღეს ქალთა უფლება დამცველებისა და პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" მჭიდრო კავშირით დანაშაულზე პასუხისმგებლობის არიდებაც შეიძლება.