"საქართველო კრემლის კლანჭებში" | ივანიშვილი Politico-ს სკანდალურ სიაში

გამოქვეყნდა:

Politico სკანდალურ სიას ასაჯაროებს. ადამიანები, რომლებიც ევროპის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, წლიურ რეიტინგში როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ კონტექსტში მოხვდნენ. ისტორიაში პირველად, სიაში სახელწოდებით, "მთავარი ამრევები", საქართველოს მოქალაქე, ოლიგარქი ივანიშვილი ფიგურირებს.

გავლენიანი გამოცემის შეფასებით, წლიური რეიტინგის მე-8 პოზიციაზე მყოფი არაფორმალური მმართველი ცდილობს, საქართველო ევროკავშირის მოსაცდელიდან კრემლის კლანჭებში გადაიყვანოს. ეს არის წინასწარი მონაცემები და შესაძლოა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ლიდერი ამრევების სათავეშიც გადაინაცვლოს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი