კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი მოკლა

გამოქვეყნდა:

კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. კაცი შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ქალი საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი